![]() |
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან
|
![]() |
სტუდენტთა საყურადღებოდ!!!
|
![]() |
EWMI G-PAC-ის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ღია კარის დღე თბილისში |
![]() |
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას დეგენდორფის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (დეგენდორფი, გერმანია) ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
|
![]() |
სწავლა იაპონიაში!!! იაპონიის მთავრობა აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის ერთი წლით სასწავლო გრანტის მოპოვებასთან დაკავშირებით.
|
![]() |
ვარშავის (პოლონეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის „ვარშავის ეკონომიკური სკოლა“ გიწვევთ საზაფხულო სემესტრის გასავლელად ეკონომიკასა და ბიზნეს მენეჯმენტში ვარშავაში. კუსრის გავლისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ სტუდენტები აიღებენ 8 (რვა) კრედიტს. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსს ბნ. ბესო კაპანაძეს გისურვებთ წარმატებას! |
![]() |
ლონდონის მეტროპოლიტან უნივერსიტეტი გიწვევთ საზაფხულო სემესტრის გასავლელად ლონდონში შემდეგ სპეციალობებზე: სრული პაკეტის ღირებულება (დაზღვევა, ვიზა, ფრენა, საცხოვრებელი, კვება, კურსები, ექსკურსიები) – 2000 (ორიათასი) ფუნტი სტერლინგიდან. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსს ბნ. ბესო კაპანაძეს |
![]() |
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან |
![]() |
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტს 10 მაისს ეწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ბატონი დავით ჭოჭუა, რომელიც შეხვდა სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს და წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „გლობალური ტერორიზმი და კონტრტერორიზმი“. |
![]() |
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი ორგანიზაციებთან შ.პ.ს. „Orient Logic“-ი და შ.პ.ს. „იოლი სუპერმარკეტი“ მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოცდის, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, სასწავლო პროგრამების სრულყოფის პროცესში პარტნიორების აქტიური მონაწილეობა. ვრცლად >> |
![]() |
თბილისი ღია უნივერსიტეტი აწყობს 9 დღიან სასწავლო– ტურს ბელგიის სამეფოში ტურის ღირებულებაში შედის, სავიზო მოსაკრებელი, დაზღვევა, ფრენა თბილისი–ბრიუსელი–თბილისი, მგზავრობა ბრიუსელიდან ამსტერდამში და უკან, ექსკურსიები, სასტუმრო საუზმით. ინფორმაციისათვის მოგვწერეთ – b. kapanadze@ssuu.edu.ge |
![]() |
აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საყურადღებოდ! დაინტერესებულ პირებს მოხმარების წესებს გაგაცნობენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. |
საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: ვრცლად >> |
![]() |
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის და სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის მიერ იგეგმება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება 2012 წლის 20, 21 ივნისს. ვრცლად >> კონფერენციის მუშაობა წარიმართება რამდენიმე ძირითადი მიმართულებით. სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის თემის ასარჩევად იხ. ბმული ვრცლად >> |
![]() |
სტუდენტთა საყურადღებოდ!!! გისურვებთ წარმატებას. |
თბილისის ღია უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების დაჯილდოვება |
![]() |
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების დაჯილდოვება 2012 წლის 27 აპრილს, პარასკევს, 15:00 საათზე თბილისის ღია უნივერსიტეტში იგეგმება საზეიმო ვითარებაში უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების დაჯილდოვება.
|
თბილისის ღია უნივერსიტეტში 18 აპრილს გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის ალექსანდრე შურღაიას პოეზიის საღამო.
|
![]() |
თბილისის ღია უნივერსიტეტში 18 აპრილს, 14:00 საათზე, #102-ე აუდიტორიაში იმართება, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის ალექსანდრე შურღაიას პოეზიის საღამო. გთხოვთ, მობრძანდეთ და ისიამოვნოთ გემოვნებიანი პოეზიით.
|
11 აპრილს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ნებრასკა ლინკოლნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორს დელვინ ჰარნიშს. ვრცლად >> |
![]() |
12 აპრილს, 12 საათზე, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტში ირანული კულტურის გამოფენა გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ლიტერატურა თანამედროვე ირანის ისტორიის, კულტურის და ყოფითი ცხოვრების შესახებ; გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები და მდიდარი ფოტო მასალა. ვრცლად >> |
![]() |
ძვირფასო სტუდენტებო! 10 აპრილს, 15:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი უმასპინძლებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ბატონ გიორგი კეკელიძეს, რომელიც ასევე გახლავთ პრემია „საბა“-ს ლაურეატი. ვრცლად >> |
![]() |
სწავლა იაპონიაში! იაპონიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიებს მკვლევარისა და საბაკალავრო პროგრამებზე. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.ge.emb-japan.go.jp ან ეწვიოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდს www.mes.gov.ge |
![]() |
საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას მიკოლას რომერის უნივერსიტეტთან (ლიტვა, ვილნიუსი) ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. |
![]() |
სწავლა კორეაში კორეის რესპუბლიკა უცხოქვეყნის მოქალაქეებისთვის აცხადებს სტიპენდიას 2012 აკადემიური წლისთვის დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ დანართის სახით. სწავლა სლოვაკეთში ვრცლად >> სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს გამოუყო 2 (ორი) სტიპენდია 2012-2013 აკადემიური წლისათვის |
![]() |
სტუდენტთა საყურადღებოდ! |
29 მარტს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში ჩატარდა პოეტ თამარ ფარჩუკიძის შემოქმედებითი საღამო, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს მოწვეული სტუმრის ლექსები. საკუთარი შემოქმედება წარმოადგინა თავად პოეტმაც. ქალბატონმა თამარმა წაიკითხა რამდენიმე ლექსი და გაუზიარა სტუდენტებს თითოეული ლექსის შექმნის ისტორია. სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ვრცლად >> |
![]() |
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს კონკურსს ჩინეთში ერთი წლით სასწავლო გრანტის მოპოვებასთან დაკავშირებით. ვრცლად >> |
ნებრასკის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი დელვინ ჰარნიში, მიმდინარე წლის 5 აპრილს 16:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტში გამართავს მე-3 საჯარო ლექციას თემაზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში. ლექციაზე დასწრება შეუძლიათ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს. |
![]() |
სწავლა ესტონეთში ვრცლად >> ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ტექნოლოგიების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე. სწავლა იაპონიაში ვრცლად >> იაპონიის დოშიშას უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. |
საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტმა 15 მარტს უმასპინძლა ნებრასკის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორს დელვინ ჰარნიშს, რომელმაც მე-2 საჯარო ლექცია გამართა უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებისათვის. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
14 მარტს, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება – ჩენ ძიანფუს უმასპინძლა.
7 მარტს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ანჯეი ტიშკევიჩს უმასპინძლა.
მისმა აღმატებულებამ სტუდენტებს მისიის მუშაობა და მიზნები გააცნო.
პრეზენტაციის შემდეგ ელჩმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
პრეზენტაციის სანახავად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.

14 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში – მის აღმატებულება ჩენ ჯიანფუს.
ელჩი ღია სემინარს გამართავს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლებისათვის საქართველო–ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ.
მისი აღმატებულების მოკლე ბიოგრაფიის გასაცნობად გთხოვთ იხილოთ ინგლისური ვერსია.
ნებრასკის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი დელვინ ჰარნიში, მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტში გამართავს სამ საჯარო ლექციას:
7 მარტს, 14 საათზე, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში – ბატონ ანდრეი ტიშკიევიჩს. საუბრის მთავარი თემაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოკლე ისტორიული მიმოხილვა, მანდატი და კონფლიქტის პროოცესში მისიის როლი.
საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა 2012 წლის 23, 24, 25, 26 თებერვალს საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” გამართულ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების მეორე საერთაშორისო გამოფენაში.
სტუდენტთა საყურადღებოდ!!! გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
|

2011/12 სასწავლო წლის II სემესტრის მეცადინეობის ცხრილი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
2012 წლის, 23-26 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწვლო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე.
23 თებერვალს - 11:00 - დან 18:00 საათამდე
24, 25, 26 თებერვალს - 10:00 - დან 18:00 საათამდე


საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტმა, ლოძის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტს ევროკავშირში კიდევ ერთი პარტნიორი ჰყავს. ხელი მოეწერა ჩარჩო–ხელშეკრულებას „ლოძის ტექნიკურ უნივერსიტეტთან“ (ლოძი,პოლონეთი). შეთანხმება ითვალისწინებს, სტუდენტთა და პროფესო–მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვას, კველევების ორგანიზებას და საერთაშორისო ასპარეზზე ერთობლივი პროექტებით გასვლას. ვრცლად >>

18 იანვარს, უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ს წარმომადგენლობა – ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებისა და მედიის საკითხებში – ბატონი მათიას ჰუტერი. შეხვედრა შეეხო საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ პრობლემებს, დემოკრატიის ხარისხს და ორგანიზაციის როლს აღნიშნულ პროცესებზე დაკვირვებისა და მონიტორინგის სფეროში. ვრცლად >>
მიმდინარე წლის 17 ინავარს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტს, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, სტუმრად ეწვია ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი დელვინ ჰარნიში. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები. დაისახა პროფესორ ჰარნიშთან თანამშრომლობის გეგმა. ვრცლად >>


საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის პროგრამაში „ერზმუს–მუნდუსი“.
პროექტის ავტორი ლოძის ტექნიკური უნივერსიტეტია (ლოძი, პოლონეთი), ხოლო პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებს შორის არიან: აალბორგის უნივერსიტეტი (დანია), ბარსელონის უნივერსიტეტი (ბარსელონა, ესპანეთი), ავეიროს უნივერსიტეტი (პორტუგალია), კომპიენეს ტექნიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი), დორტმუნდის ტექნიკური უნივერსიტეტი (გერმანია), ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია), ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ესტონეთი), ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი), სტრათკლაიდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ტუენტეს უნივერსიტეტი (ნიდერლანდები). ვრცლად >>
სტუდენტთა საყურადღებოდ!!!
სტუდენტს გამოცდაზე დასაშვებად უნდა ჰქონდეს გადახდილი სწავლის წლიური საფასურის ნახევარი და საგანში არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა - 15 საათზე ნაკლები. დასკვნით გამოცდაზე დასაშვებად დამატებითად საგანში დაგროვილი ჯამური შეფასება - მინიმუმ 21 ქულა.
შუალედური და დასკვნითი გამოცდის გადაბარების მსურველმა უნდა დამატებითად გადარიცხოს უნივერსიტეტის ანგარიშზე თითო გადაბარებაზე 30 ლარი. შუალედური გამოცდის გადაბარების თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა ა.წ. 19 იანვარი. დასკვნითი გამოცდის გადაბარების თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა ა.წ. 17 თებერვალი.
დამატებითი გადაბარების თანხის გადარიცხვის შემთხვევაში შუალედური და ფინალური გამოცდების დადებითი შეფასების გადაბარების უფლება, მისი გაუმჯობესების მიზნით, აქვს ყველა სტუდენტს. სტუდენტის შეფასება იქნება ძირითადი და გადაბარების გამოცდის შეფასებიდან უდიდესი.
ადმინისტრაცია
პროფესორთა საყურადღებოდ!!!
ა.წ. 16-დან 21 იანვრამდე (სწავლების მე-17 კვირას) ჯგუფთან საკონტაქტო საათების დროს უნდა ჩატარდეს მე-15 (შემაჯამებელი) ლექციის სემინარი (1 საათი) და რეფერატი/პრეზენტაცია (2 საათი).
ა.წ. 21 იანვრამდე პროფესორმა უნდა უზრუნველყოს ყველა სასწავლო კვირის გაცდენებისა და სემინარული შეფასებების შეტანა/ჩასწორება საპროფესოროს კომპიუტერებში არსებული შეფასებების პროგრამაში.
ა.წ. 23-დან 28 იანვრამდე (სწავლების მე-18 კვირას) ჯგუფთან საკონტაქტო საათების დროს უნდა ჩატარდეს დასკვნითი გამოცდების კონსულტაციები. ამავე კვირას საგამოცდო ცხრილის მიხედვით ჩატარდება შუალედური გამოცდების გადაბარება.
ა.წ. 30 იანვრიდან 4 თებერვლამდე (სწავლების მე-19 კვირას) საგამოცდო ცხრილის მიხედვით ჩატარდება დასკვნითი გამოცდები.
ა.წ. 20-დან 25 თებერვლამდე გამოცდების ცხრილის მიხედვით ჩატარდება დასკვნითი გამოცდების გადაბარებები.
ადმინისტრაცია

საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული სკოლა (პოლონეთი) გთავაზობთ ორკვირიან სასწავლო ტურს ვარშავაში (პოლონეთი). 26 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით. ვრცლად >>
საქრთველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტში „ანთიმოზ ივერიელის სახელობის რუმინული კულტურის ცენტრი“ გაიხსნა
19 დეკემბერს, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში, საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით „ანთიმოზ ივერიელის სახელობის რუმინული კულტურის ცენტრი გაიხსნა. ვრცლად >>
2011 წლის 10 დეკემბერს საქართველოსსაერთაშორისოურთიერთობათასასწავლოუნივერსიტეტში გამიართასტუდენტთა დაჯილდოვება. სტუდენტებს რომლებმაც პროფესორ დევი შონიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში ,,მარკეტინგის განვითარება სომხეთში და თანამშრომლობის გაფართოვება რეგიონში“, გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. ვრცლად >>

ა/წ 7 დეკემბერს 14 საათზე საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბატონი შოთა მალაშხია, რომელიც შეხვდა სტუდენტებს, უპასუხა მათ კითხვებს და განიხილა მრავალი საინტერესო საკითხი. შეხვედრის ბოლოს ბატონმა შოთამ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მის მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნი “კონფლიქტის ანატომია”, ასევე ფილმის ფირი სახელწოდებით: თანამედროვე რუსული ოკუპაცია. ვრცლად >>

საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორ დევი შონიას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში
სომხეთის მარკეტინგის ასოციაციის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტის ფარგლებში – ,,მარკეტინგის განვითარება სომხეთში და თანამშრომლობის გაფართოვება რეგიონში“ – მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა, რომლის აპოგეა, თამამად შეიძლება ითქვას გახდა თანამედროვე მარკეტინგის დამფუძნებლის – პროფესორ ფილიპ კოტლერის ვიზიტი ერევანში. ვრცლად >>
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ:
იუსტიციის სასწავლო ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს.

სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობების სტუდენტთა საყურადღებოდ!
უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცა სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორის დ.გეფერიძის სახელმძღვანელო საერთაშორისო ორგანიზაციების სამართალში.
იხილეთ სახელმძღვანელო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

ა.წ. 6 ნოემბერს, კვირას 17:00 საათზე უნივერსიტეტის ფოიეში ჩატარდა შუალედური გამოცდების დასრულებასთან დაკავშირებული ფართი, რომელზეც დაპატიჟებულნი იყვნენ თბილისის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტები. ცნობილი DJ PleJi იყო ფართის მუსიკალური გამფორმებელი. <<იხილეთ სურათები>>
.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრი“ და საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტის შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის ურთიერთდახმარების და მხარდაჭერის შესახებ.

.
სასწრაფოდ წარმოადგინეთ ნუგზარ ამილახვართან შუალედური გამოცდის საკითხები თანდართული EXCEL-ის ფაილის მიხედვით. ქართული ტექსტი უნდა იყოს უნიკოდებში (Sylfaen).
23–30 სექტემბერს, საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები პროგრამით – „სასწავლო ტური საფრანგეთში“ პარიზსა და სტრასბურგში იმყოფებოდნენ. საფრანგეითის დედაქალაქში შეხვედრა შედგა საქართველოს საელჩოში, სტუდენტებს საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი – ბატონი გოჩა ჯავახიშვილი შეხვდა. საუბარი საქართველო–საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიას, მიმდინარე პროექტებს და სალეჩოს საქმიანობის მიმოხილვას შეეხო. ვრცლად >>




პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!!!ცხრილის ცვლილებასთან დაკავშირებით წერილობითი წინადადებებით მიმართეთ სასწავლო მენეჯერს ნინო სეფაშვილს (IV სართული) ა.წ. 16 სექტემბრამდე (პარასკევი). შემდგომ პრეტენზიები აღარ განიხილება.
სტუდენტთა საყურადღებოდ!!!უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას შეისწავლოთ მეორე უცხო ენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური, იტალიური, ჩინური, თურქული, სპარსული.
კურსის დასრულებისას გაიცემა საუნივერსიტეტო სერტიფიკატი და მიღებული კრედიტები დამატებითად ასახული იქნება დიპლომის დანართში.
კურსი ფუნქციონირებს უნივერსიტეტისა და სტუდენტის წილობრივი დაფინანსებით.
მსურველებმა მიმართეთ ფაკულტეტის დეკანს.

I კურსის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საყურადრებოდ !

